„თქვენ საუბრობთ იძულებით გადაყვანაზე, ეს არის დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი სახელმწიფო ინსტიტუტების და მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის და ყოვლად მიუღებელი ჩემთვის პირადად , ძალიან გთხოვთ მედიის საშუალებებს, ექსპერტებს და ყველას, რომ არ შეიძლება ასე ვისაუბროთ პრეზიდენტის ინსტიტუტზე.
ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა ის გადავიდა სააკაშვილის მიერ აშენებულ ნახევარმილიარდიან სასახლეში. ჩვენი პოზიცია ამ სასახლის მიმართ ყოველთვის იყო უკიდურესად ნეგატიური , მათ შორის პრეზიდენტსაც ქონდა უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება , აქედან გამომდინარე დავიწყეთ ჩვენ ათონელის რეზიდენციის რემონტი, რომელშიც 28 მილიონი დაიხარჯა. პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, მე მის ადგილზე რომ ვიყო, ნამდვილად გადავიდოდი ათონელის რეზიდენციაში. როცა შენობა დასრულდა ბუნებრივია დაისვა საკითხი რა უნდა ვუყოთ შენობას. რადგან პრეზიდენტის პოზიციები არაერთხელ შეიცვალა , ჩვენი ვალდებულება იყო კიდევ ერთხელ გვცეკითხა პრეზიდენტისთვის.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






