მინისტრთა კაბინეტის წევრები დავიტრ შავლიაშვილის გადადგომას აფასებენ.
სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორაცია შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და იცოდა რომ შავლიაშვილი გადადგომას აპირებდა.
„ჩემთვის ადრეც ჰქონდა ნათქვამი, რომ მჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობდა და აპირებდა წასვლას. დღეს შევიტყვე მისი გადადგომის შესახებ და ძალიან ვწუხვარ, ის არის ჩემი მეგობარი და დარჩება ჩემ მეგობრად. ის საკმაოდ ეფექტურად უძღვებოდა ტავის საქმეს და არის ძალიან ღისეული ადამიანი, მე ძალიან ვწუხვარ ასე რო მოხდა, მაგრამ ჯანმრთელობამ მას ხელი არ შეუწყო“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ შავლიაშვილი წარუმატებელი მინისტრია და ამის გამო დატოვა თანამდებობა.
„ის ასაბუთებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია და ამის გამო ის ტოვებს პოსტს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მისი მიმართებით შექებაც იყო. ამიტომ ინფორმაცია რომ ის არ იყო წარმატებული და ამის გამო შეიძლებოდა პოსტი დაეტოვებინა არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა სანიკიძემ.
შავლიაშვილის გადადგომას სპორტის მინისტრიც გამოეხმაურა.
„ეს არის მინისტრის გადაწყვეტილება და მან უფრო კარგად იცის გადადგომის შესახებ. მე აღფრთოვანებული ვიყავი მისი ადმაიანობით და პროფესიონალიზმიც. ეს ჩანს მის მიერ გაკეთებული საქმეებითაც“, - განაცხადა ყიფიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






