პრემიერ-მინისტრი დავით შავლიაშვილის გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ ფაქტი მისთვის სამწუხაროა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მას აღმოუჩნდა საკმაოდ სერიოზული დაავადება, როგორც ჩანს თანდაყოლილი. დეკემბერში ჰქონდა პირველი შეტევა. მე რამდენჯერმე მომმართა თხოვნით, რომ გადამდგარიყო, თუმცა საქართველოში რთული ვითარება იყო ლარის კურსიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი კვარტალი წარმატებით დასრულებულიყო. ამის გამო მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადამდგარიყო. პირველი კვარტალი მან მართლაც წარმატებით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ მის სამინისტროს 107%-იანი შესრულება ჰქონდა, რაც მისი დამსახურებაა. მეწყინა მისი გადადგომა, მაგრამ მე მას ვეღარ ვთხოვდი, რომ დარჩენილიყო“, - განაცხადა პრემიერმა.
მან დაადასტურა ასევე, რომ შავლიაშვილს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის.
მასალის გამოყენების პირობები






