ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 14:34, 21 Apr, 2015     1159

ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი თავმჯდომარეობდა. მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. მინისტერიალს ესწრებოდნენ ასევე ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობდა.

მინისტერიალი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა მიმდინარე წლის 21-22 მაისს დაგეგმილი რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე და აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის გაძლიერების სამომავლო პერსპექტივებზე რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებული ასოცირებული შეთანხმებების განხორციელებისას მიღწეულ შედეგებს და აღნიშნა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან შემდგომი ძალისხმევის მნიშვნელობა რეფორმების პროცესში. თავის მხრივ, ევროკავშირის მხრიდან გამოითქვა მზაობა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი მხარდაჭერისათვის, ტექნიკური და ფინანსური დახმარების ჩათვლით, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, დიფერენციაციისა და „მეტი-მეტისათვის“ პრინციპებზე დაყრდნობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა საგარეო საფრთხეების მიუხედავად ქვეყნის ევროპული არჩევანის ურყეობას , აღნიშნა ხელისუფლების მტკიცე მზაობა ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისათვის, მათ შორის ასოცირების შეთანხმების აღსრულების გზით. ქართული მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის მნიშვნელობაზე ქვეყნისათვის იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს მოქალაქეებისათვის კონკრეტული, ხელშესახები შედეგები მოაქვს და ამდენად წარმოადგენს ევროინტეგრაციის პროცესის ყველაზე მიმზიდველ სარგებელს. ამ თვალსაზრისით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ტექნიკური პირობა. გამოითქვა მოლოდინი, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული ევროკომისიის შესაბამის ანგარიშში და რიგის სამიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულების საქმეში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების პროცესში დიფერენცირებული მიდგომისა და „მეტი-მეტისათვის“ პრინციპების უფრო ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში როგორიცაა ენერგეტიკა და ტრანსპორტი, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება, ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით.

მინისტერიალზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის როლს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და ხაზი გაუსვეს ადგილზე მისი ჩართულობის გააქტიურების მნიშვნელობას არსებული მექანიზმების ეფექტური გამოყენების გზით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42