ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, დავით შავლიაშვილის გადადგომას მისთვის მოულოდნელი იყო.
ამის შესახებ ჯავახიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
„აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება ჩემთვის, ჟურნალისტებისგან გავიგე ამის შესახებ. პირადად მინისტრს, ჩემთან ამის თაობაზე არასოდეს არაფერი უთქვამს. სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით ხელისუფლების უკმაყოფილეობის შესახებ არ მსმენია. მსგავსი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ განიხილება მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა, ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მიმართა.
გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






