დავითაია: არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც სირიელი აფხაზები აფხაზეთში ვერ გაჩერდებიან
პოლიტიკა - 13:41, 21 Apr, 2015     1712

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია აფხაზეთში სირიელი დევნილების შესაძლო ჩამოსახლების ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში დავითაია ამბობს, შესაძლოა საუბარი იყოს აფხაზეთიდან სირიაში გადასახლებულ მოსახლეობაზე, თუმცა მისი თქმით, ესეც ნაკლებად სავარაუდოა.

დავითაიას განმარტებით, ჩამოსახლების შემთხვევაშიც კი არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც ეროვნებით აფხაზი სირიელები აფხაზეთში ვერ გაჩერდებიან და უკან დაბრუნდებიან.

„რამდენიმე წლის უკან, როდესაც ბაღაფში იყო აფხაზეთის პრეზიდენტი, მან შეიმუშავა სახელმწიფო პროგრამა სირიაში მცხოვრები აფხაზების ჩამოსახლებაზე. ამისთვის ორი მილიონი დოლარი გამოყო. დაახლოებით 30 ოჯახი ჩამოვიდა და დასახლდა გულრიფშის რაიონში. თუმცა შემდეგ 5-6 ოჯახი უკან დაბრუნდა. ამ პროცესს ხელის შეშლა დაუწყო რუსეთის ფედერაციამ. მათ არ აწყობდათ, რომ აფხაზეთში აფხაზი მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილიყო. აქ საუბარია ეროვნებით აფხაზებზე, ვინც სირიაში ცხოვრობდნენ. დღეს როდესაც სირიაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, შესაძლებელია რომ ეროვნებით აფხაზი დევნილები წამოვიდნენ აფხაზეთში. თვითონ სირიელების ჩამოსახლებას გამოვრიცხავ. ეს ბევრი ფაქტორით აიხსნება. ერთი, მუსულმანები აფხაზეთში არასდროს ცხოვრობდნენ, მეჩეთიც არ არის აფხაზეთში ნორმალური, აფხაზების და მათი კულტურა საგრძნობლად განსხვავდება. მუსულმან აფხაზებს, რომლებიც თავის დროზე სირიიდან ჩამოიყვანეს, მათაც გაუჭირდათ ადაპტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამიტომ წავიდა 5-6 ოჯახი უკან, სირიაში. ვფიქრობ, ეროვნებით აფხაზების სირიიდან ჩამოსახლებაც ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ადგილობრივებს ვერ შეეგუებიან. როდესაც მეჩეთი არ გაქვს, როდესაც აფხაზეთში ქრისტიანები არიან მეტი, უჭირთ იქ ყოფნა. აფხაზები, ვინც თავის დროზე წავიდნენ სირიაში ქრისტიანი თითქმის არავინ არ არის“, - აცხადებს დავითაია.

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი ასევე გამორიცხავს, რომ სირიიდან აფხაზეთში მებრძოლები ჩამოიყვანონ.

„იმდენი შეირაღებული ძალებია აფხაზური და რუსული აფახაზეთში, მარტო იმის გამო, რომ სოჭში ბუფერული ზონა შექმნან, არამგონია ეს მოხდეს. სოჭში იცით რომ პუტინის რეზიდენციაა. როგორ გგონიათ, ვიღაც ჩამოიყვანს სირიელებს და პუტინის რეზიდენციიდან რამდენიმე მეტრში განათავსებს?“, - განაცხადა დავითაიამ.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება სირიიდან დევნილების ჩამოსახლებას გეგმავს. წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება მარიონეტულმა რეჟიმმა ამ დღეებში მიიღო, რომლის თანახმადაც სოხუმში, შრომასა და ტყვარჩელში სირიიდან დევნილ იმ მოსახლეობას ჩაასახლებს, რომლებიც იქ არსებული ვითარების გამო უსახლკაროდ დარჩნენ. ,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, მარიონეტული რეჟიმი გეგმავს იმ აფხაზური ოჯახებისთვის თავშესაფრის მიცემას, რომლების რუსეთის იმპერიის დროს, მე-19 საუკუნეში სირიაში იქნენ გადასახლებული. როგორც ცნობილია, აფახაზეთის დეფაქტო ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს სირიელი აფხაზების მოპატიჟებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42