როგორც გია ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ის რეზიდენციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ორჭოფობით გაკვირვებულია.
ვოლსკის თქმით, ათონელზე მდებარე შენობა ისტორიულია და მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთ შენობაში იყოს განთავსებული პრეზიდენტის რეზიდენცია.
„ავლაბრის რეზიდენციაში შეიძლება არა მხოლოდ საგანმანათლებო დაწესებულების განთავსება, არამედ კავკასიისათვის მნიშვნელოვანი კულტურის ცენტის განთავსება. საქართველოს იმიჯის და როლის განახლება კავკასიაში შეიძლებოდა სწორედ ასეთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტის არსებობით. მარგველაშვილი ავლაბრის სასახლეს ბოროტების ბუდეს უწოდებდა და მასში შესვლა ვერ წარმოედგინა. ახლა გამოსვლა ვერ წარმოუდენია და ეს მაკვირვებს, რადგან პრეზიდენტს თავის ფუნქციათა შორის საზოგადოებაში სიმშვიდისა და საზოგადოებრივი თანხმობის ვალდებულებაც გააჩნია, რასაც ის სამწუხაროდ, არ ასრულებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ ათონელზე მდებარე რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები უკვე დანთავრდა, თუმცა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე მისთვის გარემონტებულ შენობაში გადასვლას არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






