"მთავრობა ცდილობს ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს"- გიგი წერეთელი
პოლიტიკა - 12:08, 21 Apr, 2015     1467
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მთავრობა ვერ ახერხებს დროულად დანერგოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია, ამის გამო კი სოციალურად დაუცველ ოჯახებში მყოფი ბავშვები 10 ლარიანი დანამატების მიღებას თვეების განმავლობაში ვერ მოახერხებენ. ამასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა:

„გაეროს ბავშვთა ფონდმა იუნისეფმა 2013 წელს, 2011 წელთან შედარებით, ბავშვთა ფარდობითი სიღარიბის ზრდა დააფიქსირა და საქართველოს მთავრობას სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე ფულადი დახმარების შემოღება ურჩია.

2014 წლის დეკემბერში დავით სერგეენკომ გამოაცხადა, რომ 2015 წლის 1 აპრილიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია შევიდოდა ძალაში, ხოლო ახალი მეთოდოლოგიით დახმარებადანიშნულ ოჯახები ყოველ ბავშვზე 10-ლარიან დანამატს მიიღებდნენ.

მთავრობამ, უნიათობისა და არაკომპოეტენტურობის გამო, ვერ მოასწრო ახალი მეთოლოგიის დანერგვა და მისი შემოღების ვადა 1-ლ მაისამდე გადაწია. თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ 2015 წლის 1 მაისიდანაც ვერ დაიწყებს სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების ყველა ბავშვზე 10-ლარიანი დანამატის გაცემას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ მთავრობის არაეფექტურობის და ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველთა ოჯახების გადამოწმების ნელი ტემპის გამო ეს ოჯახები და იქ მცხოვრების ბავშვები არ უნდა დაზარალდნენ. მით უმეტეს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ბავშვის 10-ლარიან დანამატს უკვე აკლდება მსყიდველუნარიანობა ლარის კურსის ვარდნისა და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატების გამო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის 10-ლარიან დანამატის გაცემა 1 მაისიდან დაიწყოს ყველა 107,000 ბავშვზე, რომელიც სოციალური დახმარების მიმღებ 140,000 ოჯახში ცხოვრობს. მილიარდერი ივანიშვილის მთავრობის მიერ ამ მოთხოვნაზე უარის თქმა იმის აღიარება იქნება, რომ ხელისუფლებას, ეკონომიკური სტაგნაციის გამო, ბიუჯეტს ვერ ასრულებს და ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს.

ამჟამად დახმარებას სულ 140,000 ოჯახი იღებს. ჯანდაცვის სამინისტრომ განვლილ 3 თვეში 5000 ოჯახის გადამოწმებაც ვერ მოასწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ 140,000 ოჯახის გადამოწმება წლობით გაიწელება. გაჭირვებული ოჯახები კი 10-ლარიან დახმარებას წლობით ვერ დაელოდებიან.“- აცხადებს გიგი წერეთელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42