საგარეო უწყება დიპლომატთა აკრედიტაციის ელექტრონული სისტემის დანერგვაზე მუშაობს
პოლიტიკა - 10:09, 21 Apr, 2015     1049

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმების ცერემონია 2015 წლის 20 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

სამინისტროს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილემ ლევან გურგენიძემ, სერვისების განვითარების სააგენტოს მხრიდან თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

მემორანდუმის თანახმად, სერვისების განვითარების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უზრუნველყოფს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა აკრედიტაციისა და მონაცემთა დაცვის ელექტრონული პროგრამის შემუშავებას.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატთა აკრედიტაციის ერთიან ელექტრონულ სისტემას პირველად ამკვიდრებს და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც დიპლომატთა აკრედიტაციის მრავალფუნქციური, მაღალტექნოლოგიური პროგრამა იმოქმედებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ინფორმაციული ტექნოლოგიური საშუალებების და „IT” სისტემების განვითარების კუთხით. ელექტრონული მმართველობა გახლავთ ზოგადად მთავრობისა და ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე სააკრედიტაციო სისტემის დანერგვის ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოში არსებულ დიპლომატიურ კორპუსსა და ჩამომსვლელ დიპლომატიურ კორპუსს გაუმარტივებს მუშაობას და მათი საქმიანობა საქართველოში გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. ეს იქნება უნიკალური „ID” ბარათები, რომლებზეც ინფორმაცია ციფრულად ჩაიწერება. ეს ტექნოლოგია გაცილებით უსაფრთხო და საიმედო იქნება, ვიდრე დღეს არსებული სისტემა.

ამ პროგრამით ჩვენ უფრო ღირსეულად წარვდგებით ჩვენი უცხოელი კოლეგების წინაშე.“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან გურგენიძემ.

პროექტი ითვალისწინებს დიპლომატებისთვის სააკრედიტაციო ბარათების მოდელის დამზადებას, მათი გაცემის ინსტრუმენტის შექმნასა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირებას.

პროექტის ფარგლებში მოხდება გაყალბებისგან დაცული, ელექტრონულ სისტემებში ინტეგრირებადი ბარათების შექმნა დიპლომატებისათვის, რომლითაც შესაძლებელი გახდება მფლობელის იდენტიფიცირება და შემდგომში მათთვის კანონით დადგენილი სხვადასხვა სახის შეღავათების გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს დიდი გამოცდილება უსაფრთხო დოკუმენტების ბეჭდვისა და შესაბამისი დოკუმენტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში. აქედან გამომდინარე, გადაწყდა ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავდეს და დაინერგოს დიპლომატიური ბარათების დამზადების, გაცემის და მართვის სისტემა. პროექტის განხორციელების შემდგომ, დიპლომატებისთვის მოხდება გაყალბებისგან დაცული ბარათების შექმნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მფლობელის იდენტიფიცირება და შემდგომში მთელი რიგი შეღავათების გამოყენება სავაჭრო ობიექტებში, საგადასახადო კუთხით და ა.შ.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება, მაგალითად შეიძლება დავასახელოთ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის განხორციელებული პროექტი, რომლის საფუძველზეც მეზღვაურებზე სრულიად ახლებური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ევროკომისიის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ აღიარებული პასპორტები და სერთიფიკატები გაიცემა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42