„ნაციონალური მოძრაობა“ გურჯაანში გუშინ მომხდარ ინციდენტზე პასუხისსმგებლობას პრემიერს აკისრებს. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, სადაც იმ პირებს დაასახელებენ, ვინც მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებაში ნათესაური ნიშნით დასაქმდა.
შეგახსენებთ, გუშინ დღის ბოლოს გურჯაანის გამგეობაში დაძაბული ვითარება იყო. გამგეობის თანამშრომლები გიორგი ღვინიაშვილის გამგეობიდან გამოსახლებას ითხოვდნენ. შესაბამისი მიმართვით მათ დეპუტატს გუშინ მიმართეს. „ნაციონალური მოძრაობამ“ ფართის გათავისუფლებაზე უარი თქვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული კომისია მუშაობას გურჯაანიდან იწყებს. ისინი გურჯაანის საკრებულოსა და გამგეობების საქმიანობას შეისწავლიან.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ანტიკორუფციული კომისიები ყველა რეგიონში შეიქმნება.
მასალის გამოყენების პირობები






