სირიიდან აფხაზეთში – დეფაქტო რეჟიმი სირიელი დევნილების აფხაზეთში ჩასახლებას გეგმავს?
პოლიტიკა - 12:17, 21 Apr, 2015     2243
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება სირიიდან დევნილების ჩამოსახლებას გეგმავს. წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება მარიონეტულმა რეჟიმმა ამ დღეებში მიიღო, რომლის თანახმადაც სოხუმში, შრომასა და ტყვარჩელში სირიიდან დევნილ იმ მოსახლეობას ჩაასახლებს, რომლებიც იქ არსებული ვითარების გამო უსახლკაროდ დარჩნენ. ,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, მარიონეტული რეჟიმი გეგმავს იმ აფხაზური ოჯახებისთვის თავშესაფრის მიცემას, რომლების რუსეთის იმპერიის დროს, მე-19 საუკუნეში სირიაში იქნენ გადასახლებული. როგორც ცნობილია, აფახაზეთის დეფაქტო ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს სირიელი აფხაზების მოპატიჟებას.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მათ ქართველების მიტოვებულ სახლებში ჩაასახლებენ. ასევე დე-ფაქტო პარლამენტმა საგანგებო შეკრებისას მიიღო დებულება, რომლის მიხედვით სირიიდან დევნილებს უფლება ეძლევათ, რომ ოჯახებით ჩამოვიდნენ აფხაზეთში და მათ საკუთრებაში ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლებიც გადაეცემათ.

ეს გადაწყვეტილება ხაჯიმბა-პუტინის ოფიციალურ შეხვედრაზე განხულულ იქნა, როგორც საიდუმლო საკითხი. დეფაქტო მთავრობა აღნიშნულ ფაქტს ამ დრომდე არ ახმაურებს. თავის დროზე საუბარი იყო თურქეთში მცხოვრები აფხაზების ჩამოსახლებაზეც, თუმცა რუსეთის ამ ფაქტს ეწინააღმდეგებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ამას თურქეთის გავლენის გაზრდა გამოეწვია, ხოლო სანაცვლოდ მხარს უჭერდა სირიელი აფხაზების ჩამოსახლებას, გამომდინარე იქიდან, რომ სირიის მოსახლეობა ზოგადად, პრორუსული განწყობის იყო. ბაღაფშის მმართველობის პირობებში რამდენიმე ათეული ოჯახი გულირიფშის რაიონში იყო ჩასახლებული.

აფხაზეთში მცხოვრებლები პირად საუბრებში ამ ფაქტს აპროტესტებენ. საუაბრია იმაზეც, რომ სირიიდან დევნილი მოსახლეობა ქართველების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42