გიორგი ღვინიაშვილს გურჯაანის გამგეობიდან ასახლებენ
პოლიტიკა - 17:36, 20 Apr, 2015     2488

გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს გამგეობაში დაკავებული ფართის გამოთავისუფლებას სთხოვენ.

როგორც „ნიუპოსტს“ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, ამით ანტიკორუფციული კომისიის მუშაობას ხელს ვერ შეუშლიან.

მისი თქმით, გამგებლის კორუფციულ საქმიანობას ნებისმიერი შენობიდან შეისწავლიან, თუმცა დეპუტატი აქვე განმარტავს, რომ ღვინიაშვილი ფართის გამოთავისუფლებას არ აპირებს.

„დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში იფიქრეს და გადაწყვიტეს, მოგვმართონ წერილით, რომ დავცალოთ ეს ფართი, მაგრამ ეს ასე მარტივად არ ხდება. ეს არის ღვინიაშვილის ბიურო და მისი დაცლა ასე არ ხდება. აქ კანონით გათვალისწინებული ნორმები მოქმედებს. ცხადია, ჩვენ ასე აქედან ვერ გაგვყრიან. ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ შენობაში ყოფნა არ გადაწყვეტს გამოვიძიებთ თუ არა გამგებლის კორუფციულ საქმიანობას. ნებისმიერი შენობიდან და ქუჩიდანაც მოვახერხებთ. ისინი ამის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ეს არის გამგეობის ფართი და გჭირდებაო. მათ ამის უფლება არ აქვს“, - ამბობს ნადირაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული კომისია მუშაობას გურჯაანიდან იწყებს. ისინი გურჯაანის საკრებულოსა და გამგეობების საქმიანობას შეისწავლიან.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ანტიკორუფციული კომისიები ყველა რეგიონში შეიქმნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42