სკანდალური წერილი ბიძინა ივანიშვილს: გახარია-ჯანყარაშვილი და მორიგი ზეწოლა ბიზნესზე
პოლიტიკა - 16:44, 20 Apr, 2015     5699
შპს „ემ ენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ ,,ნიუპოსტს“ ის ღია წერილი მიაწოდა, სადაც კომპანიის მფლობელი ვახტანგ გოძიაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანშვილს მიმართავს. გოძიაშვილი მის კერძო ბიზნესზე ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებულ ზეოწლაზე საუბრობს და კონკრეტულ გვარებს ასახელებს.

„ვეხმაურებით თქვენს არაერთხელ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც თქვენ გააკეთეთ როგორც 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე თქვენი პრემიერ მინისტრობის პერიოდში და ქალბატონ თეა სიჭინავასთან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენი მთავრობა არ ჩაერეოდა კერძო ბიზნესის საქმიანობაში, უფრო მეტიც - თქვენ აღნიშნავდით: „ღმერთმა დაიფაროს მთავრობის თითოეული წევრი მსგავსი შეცდომის დაშვებისგან“ და ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, თქვენ გამოთქვამდით მზადყოფნას პირადად მოგესმინათ დაზარალებულებისათვის და მოგეხდინათ მწვავე რეაგირება კანონდარღვევებზე. იგივე პოზიციას მუდამ აფიქსირებს საქართველოს მოქმედი პრემიერმინისტრიც, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც - რომ არავის აქვს კერძო ბიზნესში უკანონო ჩარევის უფლება, თუმცა მიუხედავად მის მიერ ღიად დეკლარირებული პრინციპისა, სამწუხაროდ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე გახორციელებული ზეწოლა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.

ჩვენი კომპანიის შპს „ემ ენ ჯორჯიას“ საქმიანობის სფერო უნდა ყოფილიყო მომსახურების გაწევა ამერიკული კომპანია „ჯორჯიან-ამერიქან ელოიზი“-ს შვილობილი, ქართული კომპანია შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-სთვის. შპს „ემ ენ ჯორჯიას“ და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის გაფორმებული, ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენი კომპანია იღებდა ვალდებულებას, გაეწია მომსახურება საქართველოში მანგანუმის მადნის მოპოვება-გადამუშავება-მიწოდების სახით ზემოთ ხსენებული კომპანიისათვის.

ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ემ ენ ჯორჯიას“ საქმიანობა უნდა დაეწყო 2014 წლის აპრილში, რისთვისაც ფირმა მზად იყო, როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე იურიდიულად და ტექნიკურად.

თუმცა, როდესაც „ემ ენ ჯორჯიას“ უნდა დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობა, მოხდა ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირების მხრიდან ჩვენს საქმიანობაში უხეში ჩარევა და ხელის შეშლა, რის გამოც კომპანიამ ვერ დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობა და შესაბამისად, „ემ ენ ჯორჯიამ“ განიცადა რამდენიმე მილიონი დოლარის ზარალი, ასევე შეილახა კომპანიის რეპუტაცია ჩვენს პარტნიორებთან.

განხორციელებული ზეწოლიდან გამომდინარე, „ჯორჯიან მანგანეზი“ იძულებული გახდა სიტყვიერი მითითების სახით, ჩვენთვის მოეთხოვა ურთიერთობის გარკვევა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან და დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საკითხით, კერძოდ, გია გახარია და ზვიად ჯანყარაშვილი.

ბატონო ბიძინა, მოგახსენებთ, რომ ჩვენს კომპანიას აქვს უმწიკვლო რეპუტაცია. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოხდა ჩვენი კომპანიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ფაქტობრივად კომპანიის საქმიანობის პარალიზება, რის დამადასტურებელი არაერთი ფაქტის წარმოდგენაც ჩვენ შეგვიძლია.

იქამდე სანამ თქვენ მოგმართავდით, ჩვენ შევეცადეთ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გამოგვეყენებინა ყველა ოფიციალური გზა, თუმცა უშედეგოდ. გამომდინარე თქვენი მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებისა, რომ არ მოხდებოდა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისადმი არანაირი ზეწოლა და ჩარევა ბიზნესის საქმიანობაში, მოგმართავთ თხოვნით, ბატონო ბიძინა, ჩაერთოთ და დაგვეხმაროთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკითხის გარკვევაში და მოგვარებაში.

გვაქვს თქვენი ყურადღების და გულისხმიერების დიდი იმედი.

თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, მზად გახლავართ პირადად გავცეთ პასუხი თქვენს ნებისმიერ შეკითხვას“, - ნათქვამია ღია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42