"სად არის მაღალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრებისკენ ივანიშვილი მთელ ქვეყანას მოუწოდებს"
პოლიტიკა - 15:20, 20 Apr, 2015     1996
პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილი თვითონ არ იცავს მაღალ სტანდარტებს და ნებისმიერი კრიტიკა არგუმენტირებული უნდა იყოს.
კოჟორიძის თქმით, შესაძლოა საზოგადოებამ მოისმინოს ბრალდება, რომ რადგან მას კიდურებზე ხუთი თითი აქვს, მიანიშნებდეს მის კავშირზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

"მიჩნდება კითხვა, სად არის ის მაღალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრებისკენ ბიძინა ივანიშვილი მთელ ქვეყანას მოუწოდებს. დაველოდოთ დაანონსებულ ფილმს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფილმი იქნება ამ მსჯელობის გაგრძელება, შეიძლება ისიც მოვისმინოთ, რომ რადგან თითოეულ კიდურზე მაქვს ხუთი თითი, ეს შეიძლება საეჭვოდ მიანიშნებდეს ჩემს კავშირზე "ნაციონალურმოძრაობასთან", რადგან ამ პარტიას პარტიული ნომერი აქვს 5. უნდა შევეხმიანო ეკა გიგაურს, რომ ერთად ვუყუროთ დიდ ეკრანზე ივანიშილის მიერ დაანონსებულ ფილმს. ვისი მოსაზრებაც მის პოლიტიკურ ხედვასთან თანხვედრაში არ მოდის, ივანიშვილის აზრით ყველაზე მარტივი გზა, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ იმოქმედოს, არის ის, რომ უნდა დააბრალოს "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირი. ეს არის მისი მთავარი არგუმენტი, თუ ამას არგუმენტი შეიძლება ეწოდოს. მან ასევე ახსენა საქართველოს პრეზიდენტი და ვერც სხვა პიროვნებებთან მიმართებაში ვერ მოვისმინეთ დამაჯერებელი, არგუმენტირებული კრიტიკა", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ის ადამიანები დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" ემსახურებიან მაგრამ ამას არაღიარებენ. ივანიშვილმა კონკრეტულ პიროვნებებად კახა კოჟორიძე, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია დაასახელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42