"ინდოეთის საელჩო ჩვენს მთავრობას ინდოელების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. კერძოდ ინდოეთის ვიზას ყოვეთვის ვიღებდი უპრობლემოდ .დაბლა რეცეფციაში ვანარებდი საბუთებს ,დღეს კი როდესაც საბუთები ჩავაბარე ბიზნეს ვიზისთვის კონსულმა და საელჩოს მაღალჩინოსნებმა მაღლა ამიხმეს და გამომკითხეს რამდენი ინვესტიცია მაქვს ჩადებული ინდოეთში აშ.შემდეგ მითხრეს რომ რატომ უნდა მომცენ მე ვიზა და რაში უნდა აინტერესებდეთ ჩემი ინვესტირებული თანხა როდესაც საქართველოს მთავრობას არ აინტერესებს ინდოელები დასასოფლო სამეურნეო ბიზნეში მოღვაწე ინდოეთის მოქალაქეებს ვიზებზე უარი უთხრეს.აქვე დაამატეს რომ ესაა ჩვენი მთავრობის მიერ ღია დისკრიმინაცია ინდოელების.ასევე მითხრეს რომ ხუდორ ხესისა და სხვა მილიონიან და მილიარდებიან პროექტებს სწორედ ინდუსები აფინანსებენ და ცოტა აზრზე მოვიდესო თქვენი მთავრობა გადაეციო. ბოლოს დასძინეს, შენ კი მოგცემთ ვიზასო, რადგან თქვენი მთავრობისგან განსხვავებით ჩვენ ინვესტორის ფასი გვესმისო .მოკლედ მეც გადმოგეცით და იმედია სავიზო რეჟიმი კვლავ გამარტივდება."- წერს მარიამ კუკუნაშვილი.
ო'ენ ენი
მასალის გამოყენების პირობები






