საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,
პირველი სექტემბრისთვის 10 000 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა. ამის შესახებ ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის საკუთარი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფილი 1600-მდე დევნილია.
„გასული წლის ოქტომბერში მივიღეთ დადგენილება, რომლის მიხედვითაც 10 თვის ვადაში უნდა მოხდეს პრივატიზება იმ ობიექტების, სადაც დევნილები ცხოვრობენ. მათი უმეტესობა სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა ნაწილი კერძო პირებს ეკუთვნით. დღევანდელი დღის შემდეგ 1600-მდე ადამიანმა მიიღო ბინა საკუთრებაში. სულ არის 12 000 ასეთი ბინა აღრიცხული, საიდანაც 10 000-მდე ადამიანი ამბობს თანხმობას და პირველი სექტემბრისთვის 10 000 დევნილი საკუთრებაში მიიღებს ბინას“, - განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






