,,თუ ვინმეს ვაწყენინებ ბოდიშს ვუხდი...“ - რას წერს ზურაბ ჟვანიაზე შალვა ნათელაშვილი
სოც.მედია - 13:06, 20 Apr, 2015     6562
,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი ,,ფეისბუქის“ გვერდზე, გასულ წელს ზურაბ ჟავნიასადმი დაბადების დღის მილოცვის სტატუსს და ფოტოს ეხმიანება და მის საპასუხოდ საქართელოს ექსპრემიერის მისამართით კრიტიკულ სტატუსს აქვეყნებს:

,,თუ ვინმე გულწრფელს ვაწყენინებ და ალბათ ვაწყენინებ კიდეც ამ სტატუსით, წინასწარ ვუხდი ბოდიშს. ქართველ ერს, მის მენტალობას, მეობას, ისტორიას, ისეთი დიდი მოძულე როგორიც ზურაბ ჟვანია იყო არ ჰყოლია, არც შიგნით და არც გარეთ არასოდეს. ამ პიროვნების სინდისზეა ყველა უბედურება რაც გადაგვხდა, შევარდნაძიზმის მეორედ მოსვლა, მანამდე გადატრიალების და სამოქალაქო ომის იდეოლოგიური მომზადება, ქვეყნის მხედრიონიზაცია, მოქკავშირის დიქტატურა, მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა ამერიკიდან და მისი გაბატონება, ეროვნული ტრადიციების, იდეოლოგიის და სარწმუნოების წამბილწავი პროცესების ხელმძღვანელობა და უამრავი ანტიქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტ, პოლიტოლოგების წამოჩიტვა, პოლიტიკური დამანგრეველი კორუფციის ცხოვრების წესად გადაქცევა სახელმწიფოში, ყოველივე ქართულის უარყოფა და ჩამორჩენილობად გამოცხადება, რაც არანაკლებ მთავარია არჩევნების მასობრივი გაყალბება მსოფლიოში უპრეცენდენტო მასშტაბით, დაუსჯელად, წლების მანძილზე. ყველა ამ პროცესის მსხვერპლი თითონვე გახდა, როგორც ავტორი. და კიდევ გამოთქმა რომ მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს---ამ შემთხვევაში ზედმეტია, რადგან, განსხვავებით სხვა მოკვდავებისგან, პოლიტიკოსთა მიერ ჩადენილი კარგი ან ავი საქმენი, მათი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ სიცოცხლეს, ამიტომ მათ უნდა ახლავე იცოდნენ რომ სიკვდილი არ ათვისუფლებთ მორალურ-ზნეობრივი პასუხისმგებლობისაგან“ - წერს შალვა ნათელაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42