ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, რეზიდენციის შემდგომ ბედზე მთავრობა იმსჯელებს.
საუბრისას მინისტრს არ დაუკონკრეტებია შესთავაზებს თუ არა მთავრობა პრეზიდენტს აღნიშნულ რეზიდენციაში გადასვლას.
"ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტრომ დაასრულა სამუშაოები ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის ეკონომიკის სამინისტროს განკარგვაში გადმოდის. ამ შენობის შემდგომ ბედზე იმსჯელებს მთავრობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ათონელის რეზიდენციის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღება მინისტრმა შენობის სპეციფიურობით ახსნა და ეს ფაქტი ობიექტისადმი ინვესტორების დაბლი ინტერესების მიზეზად დაასახელა.
"სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ინტერესია ამ შენობის მიმართ, რადგან მისი ფუნქციონალური მოწყობა არის ძალიან მკვეთრად განსაზღვრული უმაღლესი თანამდებობის პირისთვის, ამიტომ მარკეტინგულად ძალიან რთულია იმ დანახარჯების ანაზღაურება, რაც საკმაოდ მაღალი იყო ამ შენობის შემთხვევაში"- აღნიშნა მინისტრმა.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






