სკანდალი - 19 წლის პანკისელ ბიჭს სირიაში წასვლას აიძულებენ და მოკვლით ემუქრებიან
პოლიტიკა - 23:10, 19 Apr, 2015     5129
სკანდალი პანკისის ხეობაში. პანკისელ 19 წლის ბიჭს სირიაში წასვლას ოჯახი აიძულებდა, გარკვეული პირები მას უთვალთვალებდნენ და მოკვლით ემუქრებიან. პანკისელი გიორგი ბორჩაშვილის დედამ სამშაბათს ,,რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა შვილმა ბარგი ჩაალაგა და სავარაუდოდ, სირიაში წავიდა.

გიორგი ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდა. როგორც პანკისელი ბიჭი "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან ნამდვილად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სირიაში წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა სირიაში წასვლაზე და სარწმუნოება შეიცვალა, მას ემუქრებიან. გიორგი ბორჩაშვილმა ამის შესახებ ქართველ სამართალდამცავებსაც აცნობდა და პოლიციისგან უსაფრთხოებსი გარანტიებს ითხოვს. გიორგი ამბობს, რომ ის ოჯახის წევრებმა მისი სარწმუნოების გამო უარყო და სახლიდან გამოაგდო.

"დედაჩემმა ჩანთა გამომიტანა წადიო, მამაჩემმა მეჩხუბა ფული სახლში რატომ არ მოგაქვსო. გამომაგდეს სახლიდან. ფული რომ არ შემაქვს ხოლმე იმიტომ მექცევიან ასე. დედაჩემთან მივიდნენ და უთხრეს, რომ 400 ლარს გადაგიხდით და შენი შვილი მოგვეციო, დედაჩემმა უთხრა, 400 ლარი ცოტა არისო, 600 ლარი მოგვეცი და წაიყვანეთო. მამაჩემი ცულით გამომეკიდა მოსაკლავად და წამოვედი სახლიდან. რომ წამოვედი ეს ყველაფერი ტელევიზიაში მოვისმინე. დედაჩემს ჩემი გაყიდვა უნდოდა, ჩემი მოშორება"- აცხადებს 19 წლის გიორგი ბორჩაშვილი.

ბორჩაშვილი "რუსთავი 2"-თან საუბრისას იმასაც ყვება, რომ მან ის ჩეჩენი ადამიანი გაიცნო რომელსაც ახალგაზრდები სირიაში გადაჰყავს, თუმცა შეთავაზებაზე უარი უთხრა და ახლა მას მოსაკლავად დასდევენ.

"მაღაზიდან გამოვდიოდი და შემხვდა ადამიანი ვისაუბრეთ მან სირიაში წასვლა შემომთავაზა მაგრამ მე უარი ვუთხარი. იმის მერე მითვალთვალებენ მემუქრებიან. დღეს მნახეს რიყეზე მოდიო მე ვერ მივალ ან მომკლავენ ან რაღაცას გამიკეთებენ, რადგან მათ უარი ვუთხარი. ისინი ძალიან ბევრნი არიან, ისინი დამყვებიან, ამჟამად აქ არ არიან. მეძებეს და ვერ მიპოვეს. იქ რომ გავიდე რიყეზე, ბევრნი არიან და ვიცი რომ მომკლავენ. პოლიციაში ვიყავი და დავწერე ეს ყველაფერი"- აცხადებს გიორგი ბორჩაშვილი.

წყარო: rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42