„ჩვენ არ ვართ ზონდერები, ჩვენ ვართ მეომრები“- რას ყვებიან უდესიანის ბატალიონის წევრები
პოლიტიკა - 22:06, 18 Apr, 2015     3454
თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვის ყოფილი სპეციალური ბატალიონის - ე.წ. „ქართველი ჯიქების“ წევრები აცხადებენ, რომ მათი ამოცანა საომარი ვითარების შემთხვევაში გარეშე მტრის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის რეზერვის უკვე ყოფილი სპეციალური ბატალიონის წევრებმა კამერებთან გამოჩენის გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო მიიღეს.


სპეციალური ბატალიონის ყოფილმა წევრებმა, იგივე ყოფილმა გვარდიელებმა, რომელთა წინააღმდეგ ბრალდება გავრცელდა, „რუსთავი 2“-თან საკუთარ დანიშნულებაზე ისაუბრეს.
გია უდესიანის ხელმძღვანელობით შექმნილი ბატალიონის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ აქციების დარბევასა და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ.

„80 % იყო ხეობელი, სამაჩაბლოელი. ყველა იყო სპეცრაზმელი და გული საქართველოსთვის უძგერდა. ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდოს ამ ხალხმა თავიდან, რომ გია უდესიანი და ჩვენ, მებრძოლები, ვიყავით „ზონდერები“. თუ მოხდებოდა ომი, უნდა გვებრძოლა თავდაცვის სამინისტროს ჯარებთან და შსს-ს სპეცრაზმელებთან ერთად. ჩვენი ერთადერთი ამოცანა იყო, რომ თუ წამოვიდოდა მტერი, მათ წინააღმდეგ გვებრძოლა“, - განაცხადა ბატალიონის ყოფილმა წევრმა ვაჟა ციცინოშვილმა.

„ქართველი ჯიქების“ წევრები ამბობენ, რომ დანაყოფი 2012 წელს შეიქმნა და მას გია უდესიანი ხელმძღვანელობდა, თუმცა დაარსებიდან 3 თვეში, მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით გაუქმდა.

მათივე ინფორმაციით, ბატალიონის პირად შემადგენლობაში 450 კაცი ირიცხებოიდა, რომელთა უმრავლესობას საბრძოლო გამოცდილება ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში ჰქონდა მიღებული.
დანაყოფის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ დაშლისთანავე საბრძოლო იარაღი ძალოვან უწყებაში ჩააბარეს.

„იარაღი, რომელიც ჩვენს მფლობელობაში იყო, ჩვეულებრივად, როგორც ხდება, ჩავაბარეთ უკან, თავდაცვის სამინისტროში, ხელის მოწერით. როგორც მივიღე იარაღი და მოვაწერე ხელი, ასევე მოვიქეცი ჩაბარების დროს. ხელმოწერებისა და ჩაბარების უწყისებიც ჩავაბარე თავდაცვის სამინისტროში“, - ამბობს ბექა ჭულუხაძე.

„ქართველი ჯიქების“ წევრები აღნიშნავენ, რომ ამ თემებთან დაკავშირებით ისინი გამოძიებამ უკვე დაკითხა.

ბატალიონის ყოფილი წევრები მძიმე სოციალურ პირობებსა და სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზეც საუბრობენ. ისინი მზად არიან, ამ თემაზე სასაუბროდ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

ამასთან, ყოფილი გვარდიელები საჭიროების შემთხვევაში იმის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოქვეყნებასაც გეგმავენ, რომ ისინი „ზონდერები“ არ იყვნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42