"ნაციონალები" ნეპოტიზმთან და კორუფციასთან ბრძოლას გურჯაანიდან იწყებენ
პოლიტიკა - 20:12, 18 Apr, 2015     1686

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანტიკორუფციული კომიტეტების ჩამოყალიბებას მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, პირველი ასეთი კომიტეტი გურჯაანში შეიქმნება.

"2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია ქართულმა ოცნებამ უხვად დაარიგა წინასაარჩევნო დაპირებები. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს დაპირებები დავიწყებას მიეცა. უფრო მეტიც, განვითარების ნაცვლად საქართველო ორ ნახევარ წელიწადში უკან წავიდა. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ეკონომიკური ზრდა შენელდა, ბიუჯეტი გაირღვა, უმუშევრობა გაიზარდა, მოსახლეობამ გაიხსენა ისეთი დავიწყებული ცნებები, როგორიცაა ნეპოტიზმი და კორუფცია. აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ამ პრობლემების მოგვარების არც სურვილი და არც უნარი არ გააჩნია.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ წარმოადგინა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ-კორუფციული მმართველობის დამადასტურებელი ფაქტები და სქემები. მსგავსი სქემა თითქმის ყველა რაიონში მუშაობს და მისი ქვაკუთხედი, როგორც წესი, მუნიციპალიტეტის გამგებელი და/ან მაჟორიტარი დეპუტატია. გურჯაანში, როგორც ყველგან, ორი მიმართულებაა აღსანიშნავი: 1. ნაცნობ-მეგობრების თანამდებობაზე დანიშვნა და 2. ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვა და კორუფციული გარიგებები. ამ უკანსაკნელისთვის, როგორც წესი გამოიყენება სოფლის განვითარების პროგრამა.

სწორედ ამ საკითხებზე მონიტორინგისთვის ორშაბათიდან ენმ-ს დეპუტატები გამგზავრებიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში და ადგილობრივ აქტივისტებთან ერთად გააკონტროლებენ საკრებულოსა და გამგეობების საქმიანობას. ჩვენ გამოვიყენებთ კანონიმდებლობით დაშვებულ ყველა ზომას, რათა შევწყვიტოთ ქვეყანაში დაწყებული კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტები და დავაბრუნოთ ქვეყანა განვითარების გზაზე" - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42