შევარდნაძის დროინდელი სახელმწიფო მოხელის, გიგლა კუნჭულია მხარდამჭერებიდან, ამ ეტაპზე მხოლოდ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის სახელმა და გვარმა გაიჟღერა, რაც შეეხება ილა კეჭაყმაძეს, ოზურგეთში ყველასათვის ცნობილია, რომ ის ქვეყნის ვიცე პრემიერტან, კახი კალაძესთან დაახლოებული პირია.
"გურიის მოამბე" ამ თემაზე, ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს გაესაუბრა:
ბატონო ზვიად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გურიის გუბერნატორობის პოსტზე ილა კეჭაყმაძისა და გიგლა კუნჭულიას კანდიდატურები განიხილება, თქვენ ფლობთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით?
გიგლა კუნჭულიას კანდიდატურის შესახებ გუშინ გავიგე სოციალური ქსელებიდან, გიგლასაც დავუკავშირდი და მითხრა, რომ თავადაც არ იცის საიდან მოდის ეს ამბავი, რადგან პირადად მისთვის, არავის არაფერი არ შეუთავაზებია, თუ დადგება მისი კანდიდატურა მე დიდი სიამოვნებით დავუჭერ მას მხარს რა თქმა უნდა.
ბატონო ზვიად ხომ არ გქონიათ ვინმესთან მთავრობიდან კონსულტაცია გუბერნატორობის კანდიდატებთან დაკავშირებით?
-მაგას ნამდვილად არ დავმალავ, პრემიერ მინისტრს ქონდა ჩემთან კონსულტაცია, რა თქმა უნდა, ეს, მისი პრეროგატივაა და პრემიერ მინისტრი გადაწყვეტს თავად ვის დანიშნავს გურიის გუბერნატორად.
"გურიის მოამბე" იგივე თემაზე, ბატონ ილა კეჭაყმაძესაც დაუკავშირდა:
-ერთადერთი ის ვიცი, რომ ახალი გუბერნატორი ახალ კვირაში დაინიშნება, ჩემი ინფორმაციით.
თქვენი კანდიდატურის და შანსების შესახებ რას იტყოდით?
-ვერაფერს, არც გამიგია და არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, საუბარიც არ ყოფილა, არა მგონია.
თუ შემოთავაზება დარჩა?
არა მგონია, სხვა საქმეებით ვარ დაკავებული-გვითხრა კეჭაყმაძემ.
მთავრობის კანცელარიასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ილა კეჭაყმაძის დანიშვნის შემთხვევაში განიხილება ქალაქის მერის, ბეგი სიორიძის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი -კეჭაყმაძე და სიორიძე ერთმანეთთან ახლო ნათესავურ კავშირში არიან და რეგიონში ორი მაღალი თანამდებობის დაკავება - თუნდაც არჩევითის - ახლო ნათესავების მიერ, მთელ რიგ პრობლემებს ქმნის.
მასალის გამოყენების პირობები






