თბილისის მერიასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 12:44, 18 Apr, 2015     1167

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი .

დავით ნარმანიას განცხადებით, მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით თბილისში ტურიზმის განვითარება.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია თბილისი გახდეს ჩვენი რეგიონის ტურისტული ცენტრი, რისთვისაც ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. დედაქალაქის ფარგლებში ვაწესრიგებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, გვაქვს ტურიზმის ხელშემწყობი პროექტები და პროგრამები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ორგანიზება გავუწიეთ და დღესაც მიმდინარეობს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა, რაც ძალიან საინტერესოა როგორც ტუროპერატორებისთვის, ისე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებული რეწვით არიან დაკავებული. ჩვენ მათ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. მეტი ტურისტი ჩვენი ქალაქისთვის ნიშნავს თბილისის ცნობადობის ამაღლებას, მეტ შემოსავალს დედაქალაქისთვის და პირადპირ დაკავშირებულია ჩვენს ეკონომიკურ განვითარებასთან. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარების ახალ საფეხურზე ავიდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მემორანდუმის მიხედვით, თბილისის მერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დედაქალაქში ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის ერთობლივ ღონისძიებებს დაგეგმავენ და განახორციელებენ.

„დღეს მოეწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც თბილისის მერიასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენ არ ველოდებოდით ამ მემორანდუმის ხელმოწერას, უკვე მიმდინარე და შერულებული პროექტებიც გვაქვს. რაც მთავარია გვაქვს სამომავლო პროექტები, რომელიც გულისხმობს თბილისის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენას, იმ ინფრასტრუქტურის ხელშეწყობასა და განვითარებას, რომელიც ტურისტებისთვის საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, მერიასთან ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვექნება“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42