„მე რომ მივედი „ქართულ ოცნებაში“, ყველამ იცოდა, რომ ამ ღონისძიებაში მქონდა მონაწილეობა მიღებული. რადგან არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია. სუს-ის დავალებას ასრულებენ, პირადად მირიან მჭედლიშვილის, რომელიც დამიპირისპირდა და მაგის გამო წამოვედი პარტიიდან“,- განაცხადა ლაშა ცანავამ.
ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას განცხადებით, არსებობს ფოტომასალა, სადაც ვარკეთილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, ყოფილი პოლიციელი ლაშა ცანავა 18 წლის გიორგი ჩითარიშვილს ოთხ ადამიანთან ერთად გამეტებით სცემს. აღნიშნული ფოტომასალა ირაკლი კორძაიამ გადაცემა „რეაქციაში“ წარმოადგინა. გადაცემას დაუგეგმავად ეწვია აქციის დაშლის დროს დაზარალებული ერთ-ერთი პირიც. 2009 წლის 15 ივნისს ნაცემი გიორგი ჩითარიშვილის თქმით, მას ცანავამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო. ჩითარიშვილი პროკურატურას ცანავას უწყებაში დაბარებისკენ მოუწოდებს.
„ლაშა ცანავა ამოვიცანი მას შემდეგ, რაც საჯარო სივრცეში გააკეთა განცხადებები. ამ ადამიანს ბრალს ვდებ ჩემ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში. პროკურატურისგან მოვითხოვ, დაკითხვაზე დაიბარონ. დააკავეთ, აღარ გამოუშვათ. მე საკმაოდ მძიმე დაზიანებები მივიღე“,- განაცხადა ჩითარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






