თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, ელჩის პოლიტიკური მრჩეველი კრის გაფი და თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს სპეციალური მრჩეველი სტივენ გლოვერი დაესწრნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებს, საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესსა და ამ პროცესში დიდი ბრიტანეთის როლს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ პერიოდულად მიმოვიხილავთ თანამშრომლობის პროცესს. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ბრიტანულ მხარესთან. გამოვყოფდი განათლების სფეროს - აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთობლივი სწავლებების ჩატარებისა და ორგანიზების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაზე ბრიტანეთი სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. გვაქვს ბევრი გაცვლითი შეხვედრა, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი. შესაბამისად, აუცილებელი და საჭიროა, რომ პერიოდულად მსგავსი შეხვედრები მოვაწყოთ და ჩვენი თანამშრომლობის ასპექტები განვიხილოთ“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამხვილა ყურადღება.
“შეხვედრის მიზანი გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო. საშუალება მომეცა დამედასტურებინა, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლის ჩართვა ნატო-ს ძირითად ჯგუფში, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის საფუძველზე შეიქმნა. დიდი ბრიტანეთი ნდობის ფონდისთვის ფინანსურ დახმარებაშიც ჩაერთვება, რომელიც თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ოპერაციებისთვის შეიქმნა. ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვა გეგმებზეც ვისაუბრეთ. გაერთიანებულ სამეფოში სამხედრო კურსებზე ქართველი სამხედროები იღებენ მონაწილეობას. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტებიც. ივნისის თვეში საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორის ვიზიტი იგეგმება. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც“, - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა