ეს არის პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ ცივილიზებული სახელმწიფო გვერქვას- ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 22:40, 17 Apr, 2015     1075
მთავრობის კანცელარიაში „სოლიდარობის ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ მინისტრმა ფონდის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაზე სასიხარულო არის ის ფაქტი, რომ ამ ფონდმა შეძლო რამდენიმე ათეული ადამიანის სოიცოცხლის გადარჩენა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფონდის საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ფონდის საქმიანობას უკვე შეუერთდა 240 საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი და 17 კერძო კომპანია.

„ეს არის სოლიდარული საზოგადოებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ცივილიზებული სახელმწიფო და საზოგადოება გვერქვას. 9 თვის განმავლობაში ფონდში 2 მილიონ 400 ათასი ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რითაც პირველ ეტაპზე პრაქტიკულად გადაიჭრა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის ფინანსური პრობლემა. დღეისთვის დამტკიცებულია 86 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული დაფინანსება. უკვე არსებობენ კონკრეტული ბავშვები და ახალგაზრდები, რომელთა მკურნალობაც ფონდმა დააფინანსა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა,“–აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ფონდში მობილიზებული თანხები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა იმ ბავშვის და ახალგაზრდის მკურნალობა დაფინანსდეს, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.

„ამიტომ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად; რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ეს არის კონკრეტული ნაბიჯები სოლიდარული სახელმწიფოს შექმნისკენ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობის ანგარიში მთავრობის მეთაურს ფონდის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა წარუდგინა.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42