როგორც მანამდე იყო ცნობილი, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ომბუდსმენს უშუალოდ საზოგადოებისაგან უნდა მოესმინა მათთვის საჭირბოროტო საკითხების შესახებ. ,,მე თქვენგან მინდა მოვისმინო სხვადასხვა სფეროში არსებული სიტუაციები. რა ხდება თუნდაც განათლების, რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში..." _ აღნიშნა მან. თუმცა შეხვედრას ძირითადად საჯარო სამსახურისა და ა( ა)იპის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რომელთაც, როგორც გავიგეთ, წინასწარ დაურეკეს, რომ შეხვედრაზე მისულიყვნენ.
ცნობისთვის დავძენთ, რომ ეს შეხვედრა სამუშაო საათებში მიმდინარეობდა. მედიის კითხვამ, რომ ომბუდსმენთან საზოგადოების ფართო სპექტრი არ იყო წარმოდგენილი და თხოვნამ-რეალურად თუ რა მდგომარეობაა ლანჩხუთში, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოესმინათ - დარბაზში მყოფი რამდენიმე პირის გაღიზიანება გამოიწვია. მათ მედიის წარმომადგენლებს ბოლომდე არც კი მოუსმინეს და სახალხო დამცველს ჟურნალისტებისაგან ,,დაცვა" სთხოვეს. ,,ზუსტად, პირველ რიგში მასმედიისაგან ვართ დასაცავები. 9 წლის განმავლობაში, რომ სულში გვაფურთხებდით, ეხლა გაგახსენდათ საზოგადოება? ამ განცხადების ავტორი ნუგზარ ცინცაძე იგივე ,,ცანცუა" გახლდათ, ,, ლანჩხუთის პოლიციაში ძველი კადრები ინიშნებიან, რომელთა კისერზეც უამრავი დანაშაულია და ამას მიხედვა სჭირდებაო, რაზეც უჩა ნანუაშვილმა კონკრეტული ფაქტები მოითხოვა და „ცანცუა" დაპირდა პირადად მოგაწვდითო, „ცხრა წელი რომ ცოცხებს ...ბდით, დასაქმებულები იყავით, თქვენაირი ჟურნალისტებიდან სხვას რას უნდა ელოდე". მოკლედ, შეხვედრა თავიდან საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში დაიწყო და პოლიტიკურ განცხადებებსაც ვერ ავცდით. დარბაზში მოგვიანებით შემოსული ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა ასკურავამ ომბუდსმენს როგორც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, ასევე ნეპოტიზმსა და კონკურსზე ესაუბრა.
მისი თქმით, მთელ რიგ სირთულებთანაა დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და აუცილებლად გადასახედია კანონი „პირად მონაცემთა შესახებ".ომბუდსმენის განმარტებით, კი შრომის კოდექსი სრულად ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულ პირთა დაცვას .ჩიბათის სკოლის პედაგოგმა ლადო აფხაზავამ სახალხო დამცველს თხოვნით მიმართა, რომ უმჯობესია სახალხო დამცველის აპარატმა მოსახლეობაში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნოს და იქნებ ამ კუთხით ტრენინგები ჩაატაროთო, თავის მხრივ, უჩა ნანუაშვილმა ეს იდეა მოიწონა და ჩაინიშნა, გავითვალისწინებთო.
შეხვედრის დასასრულს, უჩა ნანუაშვილი ლანჩხუთში საავადმყოფოსა და სასწრაფო დახმარების ბედით დაინტერესდა. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა მარინა კეიდიამ და გამგებლის მოადგილემ, დეტალურად აუხსნეს იქ არსებული მდგომარეობა. რომ ლანჩხუთის რაიონული საავადმყოფო, რომელიც პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული,დანგრევის პირასაა მისული. ქალბატონ ნანა ორაგველიძემ საავადმყოფოს ხსენებაზე სხარტად მიუგო ,,იმისთანა მუნიციპალური საავადმყოფო გვაქვს, თუ შიგ ფეხით შეხვალ, გარეთ უფეხოდ მოგიწევს გამოსვლაო".
მასალის გამოყენების პირობები






