,,თუ მაქსიმალურად არ იქნება შემცირებული რისკები, შესაძლოა, გარკვეულმა თანამდებობის პირებმა ეს კანონი სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენონ”-ასე შეაფასა გადაცემაში სახალხო დამცველმა ის ინიციატივა, რომელიც იმ პირთა დასჯას ითვალისწინებს, ვინც სოციალურ ქსელებში გაკეთებული გამონათქვამებით, “სხვადსხვა ნიშნით ძალადობრივ ქმედებას უწყობს ხელს”:
“ჩვენ გვქონდა მომზადებული სპეციალური დასკვნა, იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ე.წ შუღლის გაღვივების საკითხს. ჩვენ იმაზე ვაპელირებთ, რომ აუცილებელია, ყოველგვარი ბუნდოვანება იქნას მოხსნილი ამ კანონპროექტიდან და ყველაფერი მარტივად გასაგები იყოს თითოეული მოქალაქისთვის. იმედი მაქვს და არის საკმარისი დროც, რომ მოხდეს ამ ცვლილებების მიღებისას იმ კონკრეტული რეკომენდაციების გათვალისწინება, რის გარეშეც შესაძლოა დადგეს კონკრეტული პრობლემები, რადგანაც დარჩება შესაძლებლობა იმის, რომ გარკვეულმა თანამდებობის პირებმა მოახდინონ ამ კანონის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის, რისი რისკიც კანონში მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული”-განაცხადა ნანუაშვილმა.
გადაცემა "მთავარი თემის" ნახვა ვრცლად შეგიძლიათ
ავტორი: თეა იოსელიანი
მასალის გამოყენების პირობები






