ირაკლი ფირცხალავას საგანგებო წერილი ციხიდან - ,,ნუ აუხდენთ ოცნებას ამ „პატარა კაცუნებს“
პოლიტიკა - 18:58, 17 Apr, 2015     4192
სამართალდამცავთა დაცვის ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ფირცხალავა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,მინდა მოვუწოდო, კახაბერ ნაკანს და ჩემს სხვა თანამებრძოლებს, გულშემატკივრებს, სამშობლოსა და პროფესიაზე შეყვარებულ გულანთებულ პოლიციელებს, თავი შეიკავონ უკიდურესი პროტესტის გამოვლინებისაგან. გახსოვდეთ, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო და რჩება, ბრძოლა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი მოწინააღმდეგეა დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელშიც გაერთიანებული არიან კრიმინალური ავტორიტეტები, მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, მთავრობის კაბინეტის წევრები და მათი დანაშაულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებების უპირობო აღმსრულებლები და საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომელმაც აქამდე გაუგონარი, კრიმინალური ქმედება, სისხლის სამართლის საქმეში „მოწმეების ჩადება“ განახორციელა.

მიუხედავად ამ მძიმე ზეწოლისა, მსურს მოგიწოდოთ აღიჭურვოთ მოთმინებით, ნუ აუხდენთ ოცნებას ამ „პატარა კაცუნებს“. ჩვენ, არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან, ზუსტად ამ პრინციპის გამო ჩვენ ჩავბარდით მართლმსაჯულებას და უდანაშაულობის დაგიმტკიცებთ სასამართლო პროცესზე!

მინდა ყველა დავარწმუნოთ, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა სასამართლო სისტემასა და მოწმეებზე, ჩვენ და ჩვენმა ადვოკატებმა უკვე მოვიძიეთ ის მტკიცებულებები, რომელიც არათუ ამტკიცებს ჩვენს უდანაშაულობას, არამედ, ამხელს კრიმინალური სინდიკატის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს გამოძიების მიმდინარეობის დროს.

ყოველთვის გახსოვდეთ, სახლში გელოდებიან მშობლები, შვილები, მეუღლეები, რომლებიც გმირულად იტანენ ჩვენთან დროებით განშორებას და ჩვენი მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმები უარყოფითად აისახება მათ, ისედაც დათრგუნულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩვენი საქმე სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ უსამართლო ბრძოლაში.

ირაკლი ფირცხალავა, 16 აპრილი, 2015 წელი“ - ნათქვამია ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42