ამის შესახებ რატიანმა "ნიუპოსტთან" განაცხადა:
„მთავრობას და "არემჯი გოლდს" ქართული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილი აქვთ სერიოზული დანაშაული. მათ ააფერთქეს მსოფლიოში ყველაზე ძველი ოქროს საბადო. ეს არის იმის მსგავსი ვანდალობა რაც ჩაიდინეს თალიბებმა და ISIS-ის ჯგუფებმა.
რაც შეეხება არემჯი ჯგუფს, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ თომას შტოლნერის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ამ კომპანიამ მას გაუტეხა საიტი. მე ვფიქრობ, რომ მთავრობა დგას ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე, ისინი გარკვეულწილად ისტერიკაში არიან, ხოლო ეს საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული, იმის მიუხედავად თუ ვინ რას იტყვის,“- განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ "არემჯი" ჯგუფმა ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიები - "ენმ" და "თავისუფალ დემოკრატები" კომპანიის ბიზნეს საქმიანობის უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა. კომპანია აღნიშნული პარტიების წინააღმდეგ მამხილებელი ფაქტების გასაჯაროებასაც გეგმავს.
"არემჯი" ჯგუფმა პარტიებს მოუწოდა, რომ არ ჩაერიონ კომპანიის საქმიანობაში, პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები






