საქართველოში თითოეული შშმ პირის უფლება იქნება სრულად დაცული - პრემიერი
პოლიტიკა - 14:53, 17 Apr, 2015     1253

27 მარტიდან ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის დაინერგა SMS და ვიდეოზარის 24-საათიანი უფასო სერვისი; სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც დღეს აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის SMS სერვისი დანერგილია 18 ქვეყანაში, ვიდეოზარის სერვისი მოქმედებს 6 ქვეყანაში, ხოლო ორივე სერვისი ფუნქციონირებს მხოლოდ 3 ევროპულ სახელმწიფოში (ჩეხეთი, მალტა და საფრანგეთი).

„საამაყოა, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მე-4 სახელმწიფოა, სადაც შშმ პირებს ორივე სერვისით სარგებლობა შეუძლიათ. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადადგმულია ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწევთ და საქართველოში თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლება იქნება სრულად დაცული და რეალიზებული“,–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სრულფასოვანი სოციალური ინტეგრაციისთვის და ამ კუთხით არსებული ბარიერების დასაძლევად.

„როგორც იცით, 27 ოქტომბრის სხდომაზე, საბჭო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ორგანოდ დასახელდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ფუნქციებს. კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს. არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მთავრობის მიერ ამ მიმართულებით, აღსანიშნავია, სულ ახლახანს დაწყებული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახურის - 112-ის ახალი სერვისი. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის დაინერგა SMS და ვიდეოზარის 24-საათიანი უფასო სერვისი. ეს პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერითა და დახმარებით,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს მთავრობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42