პარლამენტის სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი დაკავებული სპეცრაზმელის - კახა ნაკანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ყოფნას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უკანონო პატიმარზე ხორციელდება ზეწოლა.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარეს და შესაბამისი კომიტეტებში დასაქმებუილ პირებს მოუწოდებენ, რომ დააინტერესდნენ კახა ნაკანის პატიმრობის საკითხით და მოითხოვენ მის გადაყვანას, შესაბამის დაწესებულებაში მოითხოვენ - სრულიად გათავისუფლებამდე.
„ჩვენი დღევანდელი პროტესტი უკავშირდება ერთადერთ ადამიანს, ეს არის კახა ნაკანი, პოლიციელი,სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხხელმძღვანელი, რომელიც არის არაერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოსმფლობელი. ის დღეს იმყოფება უკანონო პატიმრობაში. ის არის ივანიშვილის პირადი პატიმარი და მისი პატიმრობაში ყოფნა ემსახურება მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს. ის ასევე უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში, სადაც მასზე მუდმივად ხორციელდება ზეწოლა, როგორც ციხის ადმინისტრაციის, ასევე კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ გვინდა, რომ ამას მიაქციოს ყურადღება საქართველოს პარლამენტმა და ჩვენ მოვითხოვთ საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარისგან და შესაბამისი კომიტეტისგან დაინტერესდნენ ამ საკითხით და უმოკლეს ვადებშიუზრუნველყონ კახა ნაკანის გადაყვანა სასჯელაღსრულების შესაბამის სპეციალურ დაწესებულებაში, მანამ სანამმოხდება მისი სრული გათავისუფლება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






