ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილის არასწორს უწოდებს საკრებულოს ოპოზიციური ნაწილის მხრიდან ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის დამატებითი თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებს.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გრანტზე მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც შეთანხმება და პროცედურები სჭირდებოდა.
„ამას სჭირდებოდა გარკვეული პროცედურები, მაშინ, როცა ბიუჯეტის შეთანხმება ასევე, დროში იყო შემჭიდროვებული. აქედან გამომდინარე, ერთის მეორესთან დაკავშირება სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის დამატებით ათი მლნ ლარი გამოყო. აღნიშნული მოთხოვნით ფონდს მერიამ მიმართა. საკრებულოს უმცირესობის თქმით, გრანტის გამოყოფა არასაკმარისი რესურსის გამო გახდა საჭირო.
მასალის გამოყენების პირობები






