პარლამენტში დღეს სხდომა ჩაიშალა, რისი მიზეზიც დეპუტატების ნაკლებობა იყო. საკანონმდებლო ორგანოში კვორუმისთვის საკმარისმა დეპუტატების რაოდენობამ რეგისტრაცია არ გაიარა.
რეგისტრაციის სამჯერ უშედეგოდ ჩატარების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა დღევანდელი სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა.
აღნიშნულათან დაკავშირებით, პარლამენტში მყოფ დეპუტატებს დავით უსუფაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში სესია აღარ გაიმართება.
„პარლამენტის სხდომა დღეს არ შედგება, ყველამ თავად აგოს პასუხი თავის პოზიციაზე, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, მათ შორის კანონ-პროექტების, რომლებიც სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან არის შემოტანილი, თუმცა დეპუტატებმა გადაწყვიტეს რომ სხდომას არ დასწრებოდნენ, ეს არის მათი უფლება და პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს“ - დავით უსუფაშვილი
სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც.
„ეს არის საბოტაჟის კლასიკური გამოვლინება, იმიტომ რომ ისინი პირდაპირ უარს აცხადებენ თბილისის პარლამენტში საქმიანობაზე და ხელფასებს კი იღებენ“- განაცხადა ქუცნაშვილმა
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






