შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პირობას დებს, რომ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვა, "პატარ-პატარა ადამიანებთან მიმართებაში" ამინისტიას გამოაცხადებს.
ამის შესხებ მერაბიშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
„შეიძლება ითქვას, რომ დღესვე ისინი არიან ამნისტირებულები. თუმცა ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ნაკანის, თენგიზ გუნავას და სხვა რიგითი თანამშრომლებიც უკანონო დაკავებაში, პირადად ჩემს მიერ დაისჯება. ყველას პასუხს პირადად ვაგებინებ. ამის პირობას ვდებ. დარჩენილი ცხოვრების მეორე ნაწილს დაუთმობს მეგობრებს, რომლებიც ჩემი მდგომარეობის გამო წუხდებიან. სასამართლოში მხოლოდ მეგობრების სანახავად მოვდივარ. დამამცირებელია ამ სასაცილო ადგილას ჩემი ახლობლების სიარული", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






