ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერპოლის დევნილთა სიიდან ამოღების შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ბიძნა ივანიშვილს პროკურორები ატყუებენ, ვინაიდან ადეიშვილი ძებნილთა სიიდან - დევნილთა სტატუსის გამო არ ამოუღიათ .
"ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებები კეთდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რადგან დაამშვიდონ, გაბრაზებულია პროკურორებზე. მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ გატყუებენ. ერეკლე კოდუას ლტოლვილის სტატუსი აქვს, მაგრამ ინტერპოლის დევნილთა სიიდან არ ამოუღიათ. ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის თანახმად დაუშვებელია ინტერპოლის მექანიზმის გამოყენება პოლიტიკური მოტივაციის საქმეზე. ამ შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილის განმარტებაზე დადგინდა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას. ჩვენი წერილები, რომელსაც ინტერპოლს ინტენსიურად ვაწვდიდით, სწორედ ამ საკითხს ეხებოდა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






