ჯოგლიძეს ისიც ვერ გაურკვევია, რომ ფალია სხვაა და ხელყუმბარა სხვა - ალთუნაშვილის პასუხი ადვოკატს
პოლიტიკა - 11:51, 17 Apr, 2015     1858

დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი განმარტავს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში, ხელყუმბარასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაში არანაირი შეცდომა არ არის დაშვებული.

ამის შესახებ „ნიუპოსტთან“ საუბარში ალთუნაშვილმა სოსანაშვილის ადვოკატის, სოსო ჯოგლიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აფეთქება მოხდა F1 ტიპის ხელყუმბარით და ამას გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული ლითონის ნამსხვრევები ადასტურებს, რომელიც ადვოკატის განმარტებით, რუსული წარმოების F1 ხელყუმბარის შემადგენელი ნაწილებია.

„ფალია არის ასაფეთქებელი მოწყობილობა, ეს არის მაინიცირებელი საშუალება, რომელმაც F1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქება გამოიწვია. თავად ხელყუმბარა, რომ არის F1 ტიპის და ამას ადასტურებს ის, რომ სხეულიდან ამოღებული ლითონის ნამსხვრევები არის რუსული წარმოების F1 ტიპის ხელყუმბარის შემადგენელი ნაწილები. ჯოგლიძეს ის ვერ გაურკვევია, რომ ფალია სხვა არის და ხელყუმბარა სხვა. ხელყუმბარა რომ აფეთქდეს ამისთვის საჭიროა მანიცირებელი საშუალება, ამ შემთხვევაში გამოყნებელია UZRGM ტიპის ამფეთქი. ეს არის საბჭოთა წარმოების ამფეთქი. ამ ყველაფერს 5 წელია სტუდენტებს ვასწავლი და ჯოგლიძეს ერთ საათში რა ვასწავლო“, - განაცხადა ალთუნაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნიუპოსტთან“ საუბარში გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იური ვაზაგაშვილის საქმეში დევს გაყალბებულია.

როგორც ადვოკატი განმარტავს, შეცდომა დასკვნის იმ ნაწილშია დაშვებული, სადაც ნათქვამია რომ აფეთქება რუსული წარმოების F1 ტიპის ხელყუმბარით მოხდა. მისი თქმით, შეცდომას ხელყუმბარაზე არსებული ინგლისური წარწერა ადასტურებს.

ჯოგლიძე ვერ აკონკრეტებს შეცდომა ექსპერტებმა შეგნებულად დაუშვეს თუ გაეპარათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42