მხოლოდ სიმართლით სიარული პოლიტიკაში შეუძლებელია - ბერძენიშვილი სომეხთა გენოციდის აღიარებაზე
პოლიტიკა - 11:38, 17 Apr, 2015     3438
დღეს, პარლამენტს საქართველოს სომეხთა სათვისტომომ სომეხთა გენოციდის განხილვის მოთხოვნით მიმართა.
მოხდება თუ არა ამ საკითხის განხილვა და რა პოზიცია ექნება პარლამენტს, ამასთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.
ბერძენიშვილი განმარტავს, რომ სომეხთა გენოციდის აღიარება, საკმაოდ სათუთი საკითხია, რადგან საქმე სამ სამეზობლო ქვეყანას ეხება და მკვეთრი გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოსთვის საკმაოდ საზიანო აღმოჩნდეს.
„განხილვა არის მთელი პროცედურა და ბიურომ უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა ამ საკითხს განსახილველად. საქართველო მუდმივად ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური, ვინაიდან ეს საკითხი ეხება სამ მეზობელ ქვეყანას და რომელიმე მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება არც ამ პარლამენტში და არც მომავალი მოწვევის პარლაენტში მოსალოდნელი არ არის.

საქართველოს არის ისეთ გარემოცვაში, სადაც ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოუდგენელია პოლიტიკური სამეზობლოს გათვალისწინების გარეშე. ჩვენ ამ საკითხში გამოცხადებული გვაქვს ღრმა ნეიტრალიტეტი, ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს პიროვნულ ინტერესებთან, ადამიანურად გასაგებია, თუ ვინ რას განიცდის მაგრამ პოლიტიკურად მე მეჩვენება, რომ ამ საკითხზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში შეუძლებელი იქნება - ამბობს ბერძენიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა სომეხთა გენოციდის საკითხი განიხილა, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, ხოლო საქართველს ინტერესებში რეგიონში დაძაბულობის გაზდა არ შედის.

„პირადად მე ამ საკითხს არ ვწყვეტ და მე ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს არ გადავდგამ იმისთვის, რომ კარგი ბიჭი გამოვჩნდე. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი რომ ვიყო, მაშინ ვიქნებოდი თავისუფალი. მე ვფიქრობ ისე, როგორც ფიქრობს საქართველო, ხოლო საქართველოს ინტერესში არ შედის დაძაბულობის გაზრდა რეგიონში. მე ერთი რამ ვიცი კარგად, ლიტერატურაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მარტო სიმართლეს აწვებოდენ და დიდი მსხვერპლი გამოიწვიეს, მაგალითად - გრეგერსი გიბსენის დრამიდან. ასე რომ, მხოლოდ სიმართლით სიარული პოლიტიკაში შეუძლებელია, ეს არის ჩემი პირადი აზრი. ემოციებით და სიმართლით საკითხები არ წყდება, საკითხები უნდა გადაწყდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42