EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოში ინვესტირებისთვის კარგი გარემოა
პოლიტიკა - 11:20, 17 Apr, 2015     1136

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის (Suma Chakrabarti).

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და თბილისში დაგეგმილი EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის დეტალები განიხილეს.

"საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საიმედო პარტნიორია. ძალიან მნიშნელოვანია ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, რომელიც რამდენიმე კვირაში სწორედ საქართველოში გაიმართება. ჩვენ 1500-მდე ბიზნესმენი, ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რათა გავეცნოთ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, თქვენი ქვეყნის მიღწევებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს. გასულ წელს ბანკმა წარმატებით განახორციელა 215 მლნ ევროს ღირებულების პროექტები სხვადასხვა სექტორში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინვესტირებისთვის კარგი გარემოა,“ - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მათი მხარდაჭერით საქართველოში ბევრი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციები - კერძო სექტორში. უახლოეს პერიოდში ბანკი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში კიდევ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული და შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მოიზიდოს ახალი ინვესტიციები," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკის მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს, კეიკო ჰონდას. შეხვედრაზე ქვეყანაში მსხვილი უცხოური ინვესტიციების დაზღვევის პერსპექტივასა და ამ კუთხით MIGA-ს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42