თბილისის მერი - დავით ნარმანია, ფონდ „ქართუს“ მიერ გამოყოფილ 10 მილიონიან გრანტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს თანხა 2015 წლის ოლიმპიადისთვის მოსანზადებელ სამუშაოებს მოხმარდება, ჯამში კი ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისთვის 68 მილიონი ლარია განსაზღვრული.
„ოლიმპიური ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით 68 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვა, საიდანაც 28 მილიონი ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან იყო გათვალისწინებული, სხვა დანარჩენი ნაწილი მოდის სახელმწიფო ბიუჯტიდან და გრანტის სახით კერძო შემოწირულობების სახით, მათ შორის არის "ქართუ"-ს მიერ მიღებული გრანტი 10 მილიონის მოცულობით, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა ოლიმპიური ობიექტისა და სამუშაოს განხორციელებისთვის,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






