საქართველო, მოლდოვა და უკრაინა საკუთარი არჩევანის გამო ისჯებიან - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 19:58, 16 Apr, 2015     1394

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლატვიის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც გიორგი მარგველაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა: რიგის სამიტი და შემდგომი პერიოდი - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროკავშირისა და მისი სამეზობლოსათვის“.

ქვეყნის პირველმა პირმა ძირითადი აქცენტი რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე გააკეთა და ყურადღება მაისში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე გაამხვილა, როგორც ღონისძიებაზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკა.

გიორგი მარგველაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო მუდმივად ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას და იმავდროულად, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, არის სანდო პარტნიორი ორ კონტინენტს შორის რეგიონალური, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისათვის, და კავკასიის რეგიონში ჩვენი ქვეყანა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს როლი, როგორც დერეფნის აზიასა და ევროპას შორის, საჭიროებს ძლიერ მხარდაჭრას პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე გაამახვილა.

„მჯერა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება ახალი შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს ქვეყანას და რეგიონის სხვა სახელმწიფოებს. ჩვენი მიზანია განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით ერთმანეთს დავუკავშიროთ ათობით ქვეყანა და მილიონობით ადამიანი ევროპასა და აზიაში. რაც, ბუნებრივია, გაზრდის უსაფრთხოების დონესა და ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და კეთილდღეობას“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ყურადღება იმ საფრთხეებზე გაამახვილა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს მათ მიერ გაკეთებული თავისუფალი არჩევანისთვის შეექმნათ.

„საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ხალხებმა აირჩიეს აღმოსავლეთ პარტნიორობის გზა დემოკრატიის განვითარებისა და მშვიდობისათვის რეგიონში. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ამ არჩევანისთვის ისჯებიან. მაგრამ ჩვენი ერების არჩევანი უალტერნატივო და შეუქცევადია. სწორედ ამიტომ არჩევანი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების ხელშეკრულების სასარგებლოდ უნდა იყოს მტკიცედ მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის მიერ. ნათლად და მკაფიოდ უნდა გაცხადდეს, რომ აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნების რეგიონალური უსაფრთხოება და მშვიდობა, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის ქვეყნების საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და პარალელები გაავლო 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან.

სახელმწიფო მეთაურის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება მხოლოდ ცალკეულ კრიზისებზე საკმარისი არ არის და აუცილებელია სახელწიფოების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფალი არჩევანისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ნეიტრალიზაცია. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ევროპის უსაფრთხოების „განახლებული არქიტექტურის“ განხილვისას, აუცილებელია სრულად გაითვალისწინონ NATO-ს არაწევრი ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების საკითხები.

სახელმწიფოს მეთაურმა საჯარო გამოსვლისას NATO-სა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებსა და შესრულებულ სამუშაოს საერთაშორსო საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მაისში დაგეგმილ სამიტზე.

„მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი არ არის რიგითი ჩვენთვის. საქართველოს სჭირდება კონკრეტული შედეგები, რაც ხაზს გაუსვამს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას და მოგვცემს ხელშესახებ სარგებელს ჩვენი ხალხისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა საჯარო ლექციაზე დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს, ასევე რეგიონში უსაფრთხოების, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის საჯარო ლექციას ლატვიის უნივერსიტეტში ლატვიის პარლამენტის წევრები, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ლატვიელი, ქართველი და უცხოელი სტუდენტები, და საქართველოსა და ლატვიის დელეგაციების წევრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42