დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კახა ნაკანის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ სპეცრაზმელის ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მყარი უნდა იყოს.
მისი თქმით, ვენების გადაჭრა არ წარმოადგენს იმ საქციელს, რითაც სპეცრაზმის მეთაური უნდა გამოირჩეოდეს.
„საზოგადოებამ კორტების საქმე იცის. ჩემთვის ორი საკითხია მნიშვნელოვანი. ერთი, რომ ამ მკვლელობაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. მეორე, სპეცრაზმის მეთაურის ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მყარი უნდა იყოს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღევანდელი მართლმსაჯულება იმაზე უარესია, ვიდრე ადრე იყო, მაშინ ის საზოგადოებას და საკუტარ თავს ატყუებს“, - ამბობს ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, კახა ნაკანმა, რომელიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზეა დაკავებული, ციხეში ვენები გადაიჭრა. იგი ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში იმყოფება. მის ჯანმრთელობის მდგომარეობს საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






