"სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წევრი ზაზა ჭაია არ გამორიცხავს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა კახა ნაკანმა თვითმკვლელობა ისევ სცადოს.
ამის შესახებ ჭაიამ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ნაკანზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.
„ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაშია და თავის უკანონო პატიმრობის გასაპროტესტებლად მან სცადა თვითმკვლელობა. ეს იყო პროტესტი იმის, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. მან ასევე გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ის იმყოფება არა მეცხრე დაწესებულებაში, სადაც კანონით მას ეკუთვნის ყოფნა, არამედ მერვე დაწესებულებაში. იქ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. სართულით ქვემოთ და ზემოთ დანაშაულებრივი სამყაროს წევრები ზიან და მისი იქ ყოფნა წარმოუდგენელია. არსებობს საფრთხე, რომ სცადოს ისევ თვითმკვლელობა. ეს არის პოლიციის ოფიცერი, რომელსაც მატერიალური ზრახვები არასოდეს ამოძვარებდა და ისე იყო საქართველოს სამსახურში. მასთან სახელმწიფო ვალშია. ის აპროტესტებს მისი და მისი მეგობრების ყოფნას ციხეში. დროულად რომ არ მიესწროთ ფატალურ შედეგს მივიღებდით. სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას ისეთი ღირსეული ყოფა, რომ პირმა თვითმკვლელობა არარ სცადოს“, - განაცხადა ჭაიამ.
შეგახსენებთ, კახა ნაკანმა ციხეში ვენები გადაიჭრა. იგი ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში იმყოფება. მის ჯანმრთელობის მდგომარეობს საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






