საყდრისი დაცვის კომიტეტი პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას წყვეტს
პოლიტიკა - 15:06, 16 Apr, 2015     1000

საყდრისი დაცვის კომიტეტი პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას წყვეტს და აქტივობის გაგრძელებას დამოუკიდებლად გეგმავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, გადაწყვეტილება კომიტეტმა ერთსულოვნად მიიღო და ეს ბოლო პერიოდში კომიტეტისთვის, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობის მიკერებამ განაპირობა.

ირაკლი მამალაძის განცხადებით, მათ მართლაც ჰქონდათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" კონსულტაციები, თუმცა ეს საყდრისის თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდებოდა მხოლოდ.

"ჩვენ ვართ საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი ორგანიზაცია, აქედან გამომდინარე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებთ თანამშრომლობას და ვემიჯნებით ყველას. იყო გარკვეული აქტივობები, იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო კომისია იქმნებოდა პარლამენტში და ჩვენ გარკვეული კონსულტაციები "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ირაკლი ალასანიას პარტიასთან გვქონდა. თუმცა ჩვენი დღევანდელი შეხედულება ასეთია. არის კომიტეტში აზრთა სხვადასხვაობები, იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა ვიყოთ პარტიებთან და არ უნდა იყოს ეს საერთო ბრძოლა, საერთო ველზე არ უნდა ვიბრძოლოთ პარტიებთან, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვრჩებით სამოქალაქო საზოგადოებად და ვრჩებით იმ პლატფორმაზე, რაზეც აქამდე ვიყავით. არცერთი პოლიტიკური ძალა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციებზე და აქტივობებზე აღარ გამოჩნდება და აღარ იქნებიან ისინი წარმოდგენილები. იმ შემთხვევაში თუ მოვლენ, მათ პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გააკეთონ. ისე პოლიტიკურ ძალებსაც და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც შეუძლიათ დაიცვან საყდრისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა", - განაცხადა მამალაძემ.

ნინო ბურჭულაძემ კი აღნიშნა, რომ თავის დროზე პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობის მომხრე თავად იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც გაჩნდა საფრთხე საყდრისის დაცვის კომიტეტი ვინმეს საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა, კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და ყველას გაემიჯნა.

"თავის დროზე მე ვიყავი მომხრე, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა გვქონოდა. საყდრისი როცა დაანგრიეს ჩვენ მარტონი აღმოვჩნდით, საზოგადოება ვერ გავააქტიურეთ ამ თემის გარშემო. მაპატიეთ, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებშიც არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ასე თუ ისე გული უნდა შესტკიოდეთ. ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ, არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველას, ერთად დავმდგარიყავით, მაგრამ არავინ გვეხმაურებოდა. საყდრისის კომიტეტში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შევიკრიბეთ და იმის რომანტიზმი, რომ ყველა, პოლიტიკური პარტიებიც, საზოგადოებაც დავდგებოდით ერთ პოზიციაზე და საყდრისს გადავარჩენდით, ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში საპნის ბუშტივით გასკდა. აქედან გამომდინარე, როდესაც მივხვდით, რომ ყველაფერი ისე არაა და ჩვენ როგორც გამოუცდელი ადამიანები შეიძლებოდა ვყოფილიყავით ან გამოყენებული ან ჩვენგან შეუგნებლად ჩართულები რაღაც პროცესებში, მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას", - განაცხადა ბურჭულაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომიტეტის წევრის ანა მიქაუტაძის თქმით, ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ და ყველა ჩინოვნიკსა და ექსპერტს ამხელენ, ვინც საყდრისის ნგრევაში მონაწილეობა მიიღო. კომიტეტი ასევე კომპანია "RMG ჯგუფის" მიერ აღებული ვალდებულების შესრულებისა და მუზეუმის შექმნის საკითხზეც აქტიურად იმუშავებს.

"ისინი, ვინც ცდილობენ საყდრისის საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში გადაიყვანონ და რომელიღაც პოლიტიკურ პარტიებს დაუკავშირონ, ამას ან არაინფორმირებულობის გამო აკეთებენ ან ეს ყველაფერი გამიზნულად ხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ამით უფრო მეტი ზიანი მიადგება საყდრისს და უნდა გადაიფაროს ის დანაშაული, რაც სახელმწიფომ ჩაიდინა. სახელმწიფომ დაარღვია კანონი "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ", უკანონო ბრძანების შედეგად დაანგრიეს საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც არქეოლოგიურად ბოლომდე შესწავლილი არ იყო. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს და შესაბამის ორგანოებს, გამოიძიონ ყველა ის დანაშაული, რაც მოხდა საყდრისის წინააღმდეგ. ჩვენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებლად", - განაცხადა მიქაუტაძემ "პირველ პრესკლუბში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42