ჩვენ არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სირთულე წარმოიქმენება - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:14, 16 Apr, 2015     1009

საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ანდრის ბერზინშთან შეხვედრისას საუბარი შეეხო თბილისში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციას, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო კავშირებისა და ხალხებს შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. მხარეებმა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკაზეც იმსჯელეს.

„შეხვედრის დროს მივაწოდე ლატვიის პრეზიდენტს ინფორმაცია იმ სირთულეებზე, რაც არსებობს ჩვენს რეგიონში. ასევე ვისაუბრეთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც ქმნიან ის ეგრეთწოდებული “ინტეგრაციისა და მეკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებები”, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმებთან გააფორმა და, რაც რეალურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენცისას აღნიშნა, საუბარი შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც.

„უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავისუფალი არჩევანის დაცვა არის საერთო ევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კარგად ესმით ჩვენ ლატვიელ მეგობრებს და იმედი გვაქვს, რომ გააზრება და გაგება ჭეშმარიტების სულ უფრო აქტიური იქნება ჩვენს ყველა ევროპელ პარტნიორს შორის. ჩვენ არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ კრიზისებზე, არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სირთულე წარმოიქმენება“-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთი მთავარი თემა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო, რომელიც რიგაში 2015 წლის მაისში გაიმართება.

„ უმნიშვნელოვანესი ფორმატია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის გაღრმავება. მაისში განხილული იქნება სწორედ რიგაში, სწორედ იმ ქვეყანაში, რომელსაც ზუსტად, ზედმიწევნითესმის აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა, საქართველოს განსაკუთრებული მისია, რომელიც ჩვენ გვაკისრია ევროპული უსაფრთხოებისა და ევროპულ ერთაოჯახის მომავალში. იმედი მაქვს, რომ რიგაში ადეკვატურად სწორად დაიგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და მათ შორის საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთაოჯახში“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ლატვიელ კოლეგასთან მეგობრულ ურთიერთობაზე და მას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული არჩევანის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ ლატვიის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ქართულ-ლატვიური მჭიდრო ურთიერთობების დასტური და ნათელი მაგალითი იყო.

ანდრის ბერზინშის განცხადებით ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნიშანდობლივია, რომ სწორედ ლატვია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მოხდა ხელშეკრულების რატიფიცირება. ლატვიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ღირსეულად წარსდგება რიგის სამიტზე. როგორც ანდრის ბერზინშმა აღნიშნა, ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ამ პროცესთან მიმართებაში ლატვიას დადებითი პოზიცია აქვს.

პრესკონფერენციაზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა ქართველი და ლატვიელი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს, რომლებიც მაისში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს, კერძოდ საქართველოს მოლოდინსა და ვიზა ლიბერალიზაციის პერსპექტივებს შეეხებოდა. ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებით და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42