იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის ფაქტს ეხმაურება.
მისი თქმით, პარლამენტში იხილება რეფორმა, რომლის თანახმადაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანება დასჯადი იქნება.
"იმ სფეროში, რაც მე შინაგან საქმეთა მინისტრს გვაბარია, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი იქეთკენ, რომ ჩვენ ძალოვანმა სტრუქტურებმა შევაკავოთ ეს ადამიანები, რათა მათ არ დატოვონ ამ მიზნით ტერიტორია. დანარჩენი უკვე არის პანკისის ხეობის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობა, რაზეც ეკონომიკური ბლოკი მუშაობს. იცით, რომ იუსტიციის სამინისტრომ პანკისში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, სადაც პანკისელი ახალგაზრდები, არა მხოლოდ ბიბლიოთეკით, არამედ 200-ზე მეტი საჯარო სერვისითაც სარგებლობენ. ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ეს არის ის მაქსიმუმი. თუმცა სხვა სამინისტროები მუშაობენ იმაზე, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და ახალგაზრდები, როგორც თავად ამბობენ, ბირჟაზე კი არ იდგნენ“, - აცხადებს წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები






