იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი IDFI -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც 2010-2015 წლებში ინტერპოლით ძებნის გამოცხადებასა და ექსტრადირებაზე პროკურატურის სტატისტიკას ეხება.
„2011 წელს ინტერპოლმა საქართველოს 28 მოთხოვნიდან 20 დაუკმაყოფილა, ხოლო 2014 წელს 15-დან - 13. ამიტომ მე რაიმე საგანგაშოს ამ ციფრებში ვერ ვხედავ და მხოლოდ ციფრები არ იძლევა სურათის ანალიზის საშუალებას", - განაცხადა წულუკიანმა.
IDFI ინტერპოლით ძებნის გამოცხადებასა და ექსტრადირებაზე პროკურატურის სტატისტიკა გუშინ გამოაქვეყნა.
მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 2010-2015 წლებში საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თხოვნით მიმართა სულ 131 განცხადებით, რომელთაგან 121 დაკმაყოფილდა. 2011 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილი 28 მოთხოვნიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ არ დაკმაყოფილდა 8. 2014 წელს 15 მოთხოვნიდან 2 არ დაკმაყოფილდა, რომელთაგან როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ არის განმარტებული ერთი იმყოფება განხილვის პროცესში. სხვა წლებში საქართველოს პროკურატურის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
მასალის გამოყენების პირობები






