რატომ არ იწყებს ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვზე 10-ლარიანი დანამატის 1 მაისიდან გაცემას - ჭიაბერაშვილი მთავრობას მიმართავს
პოლიტიკა - 11:22, 16 Apr, 2015     1476

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის 10-ლარიან დანამატის გაცემა 1 მაისიდან დაიწყოს ყველა 107,000 ბავშვზე, რომელიც სოციალური დახმარების მიმღებ 140,000 ოჯახში ცხოვრობს.

ამის შესახებ პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ ამ მოთხოვნაზე უარის თქმა იმის აღიარება იქნება, რომ ხელისუფლება ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს.

„ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ 2015 წლის 1 მაისიდან ვერ დაიწყებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ყველა ბავშვზე 10-ლარიანი დანამატის გაცემას.

2014 წლის დეკემბერში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა და განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ, ყოველ ბავშვზე დამატებით 10-ლარს მიიღებდა.

ამჯერად ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყოველ ბავშვზე დამატებით 10 ლარს მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს, რომელიც ეტაპობრივად, ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმების შემდეგ სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზაში დარჩება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე ახალი მეთოდოლოგიით მხოლოდ 5000 ოჯახი გადამოწმდება. ამჟამად დახმარებას სულ 140,000 ოჯახი იღებს, რაც ნიშნავს, რომ ამ ტემპით მათი გადამოწმება მინიმუმ 4 წელს გაიწელება. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი დავით სერგეენკოს მიერ შეპირებულ ბავშვის 10-ლარიან დანამატს 2019 წლიდან მიიღებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის არაკომპეტენტურობისა და ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველთა ოჯახების გადამოწმების ნელი ტემპის გამო ეს ოჯახები და იქ მცხოვრების ბავშვები არ უნდა დაზარალდნენ. მით უმეტეს, რომ დავით სერგეენკოს მიერ დაანონსებულ ბავშვის 10-ლარიან დანამატს უკვე აკლდება მსყიდველუნარიანობა ლარის კურსის ვარდნისა და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატების გამო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის 10-ლარიან დანამატის გაცემა 1 მაისიდან დაიწყოს ყველა 107,000 ბავშვზე, რომელიც სოციალური დახმარების მიმღებ 140,000 ოჯახში ცხოვრობს. თუ ოჯახი, ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმების შემდეგ, დარჩება დახმარების მიმღებთა ბაზაში, მას შეუნარჩუნდება ბავშვის 10-ლარიანი დანამატიც.

მილიარდერი ივანიშვილის მთავრობის მიერ ამ მოთხოვნაზე უარის თქმა იმის აღიარება იქნება, რომ ხელისუფლებას, ეკონომიკური სტაგნაციის გამო, ბიუჯეტის შეუსრულებლობის ეშინია და ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42