იუსტიციის მინისტრი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღებას ეხმაურება და ამბობს, რომ არ იცის რომელმა ქვეყანამ მისცა ადეიშვილს თავშესაფარი.
თეა წულუკიანის თქმით, როდესაც რომელიმე ქვეყანა ადამიანს თავშესაფარს აძლევს, ეს პროცედურა საჯარო არ არის.
„არ ვიცით, თუ რომელმა ქვეყანა მისცა თავშესაფარი ადეიშვილს და დაიცვა ადამიანი, რომელსაც სავარაუდოდ ძალიან ბევრი ცუდი აქვს საქართველოში გაკეთებული. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ადამიანი წითელ ცირკულარში ყოფილიყო შეტანილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა არის ქვეყანა, ვინც თავშესაფარი გასცა და მოახსნევინა ინტერპოლს ადეიშვილის ძებნიდან. ის წერილი, რომელიც ინტერპოლისგან არის მიღებული, აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ სიიდან სწორედ ამ სტატუსის გამო მოიხსნა. ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რომელმა ქვეყანამ მისცა ზურაბ ადეიშვილს თავშესაფარი“, განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






