ამ წუთებში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გერმანელ კანონმდებლებს ხვდება.
როგორც ხიდაშელი აცხადებს, საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ასოცირების შეთანხმების შესრულება და ოკუპირებული რეგიონებია.
„ძირითადად საუბარი ბუნებრივია შეეხო ასოცირების შეთანხმებას და გეგმას, რომლითაც პარლამენტი აპირებს - კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს, იმისათვის რომ ეს პროცესი რაც შეიძლება უფრო სწრფი იყოს, ასევე ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ რიგის სამიტის შესახებ და იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც ერთის მხრივ ქართული ეკონომიკა დგას ევროპული ბაზრის გახსნის პირობებში და მეორე მხრივ ქართული სახელმწიფო დგას ევრო ინტეგრაციის გზაზე"- თინა ხიდაშელი.
გერმანიის ბუნდესტაგის წევრები თბილისში უკვე მეორე დღეა იმყოფებიან. მათ გუშინ შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






